05 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ქუთაისისა და ვახუშტის ქუჩების მცხოვრებლებსა და „მუშტაიდის ბაღის" მიმდებარედ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
დევნილების თქმით, უკიდურესად რთულია მათი საცხოვრებელი პირობები, შენობა კი დანგრევის პირასაა. ვახუშტის ქუჩის მცხოვრებლები ავტონაწილების მაღაზიების გამო შექმნილ საცობებსა და ანტისანიტარიას უჩივიან.
დავით ნარმანია ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.